TENTEN
ისტორიები
მოკვდე თუ არ მოკვდე

მოკვდე თუ არ მოკვდე

ბრენდები გვაკვირვებენ ახალ-ახალი ფრჩხილის დიზაინების კომპლექტებით, გლამურული ჟურნალები აჭრელებულია „საუკეთესო რჩევებით სახლის მანიკურისთვის“.  ქალები, რომლებსაც სურთ არ ჩამორჩნენ უახლეს ტრენდებს, ცდილობენ  პროფესიონალური მანიკური თავიანთი ძალისხმევით გაიკეთონ.

რატომ არ უნდა სცადო?

ისევე როგორც სხვა ნებისმიერი კრეატიული პროცესი, ფრჩხილების მოხატვა საჭიროებს ფანტაზიას, სპეციფიკურ უნარებს და არის საკმაოდ სასიამოვნო. გარდა ამისა, დღესდღეობით ბაზარი გვთავაზობს გელ-ლაქების, გაფორმებების და სპეციალური UV ლამპების (სახლის პირობებში გამოყენებისთვის) ფართო არჩევანს.  იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფერებით და ბრჭყვიალებით ექსპერიმენტების ჩატარება გიყვართ, ამ პროცესში გასარისკი არაფერია.
არასოდეს სცადო გელ-ლაქის თავად მოცილება. მიუხედავად იმისა, რომ გელის მოცილების სხვადასხვა მეთოდები უფრო და უფრო უსაფრთხო ხდება, დაგვიჯერეთ, ეს აუარესებს თქვენი ფრჩხილების მდგომარეობას.

არასოდეს სცადოთ ლაქის ზედა ფენის მოცილება. ზედა ფენის მოცილებისას, თქვენ არა მხოლოდ იცილებთ გელს, არამედ ასევე იშორებთ ზედა ფენის მგრძნობიარე (სუსტ)  უჯრედებს. ქლიბი გამოიყენეთ მხოლოდ ფორმის მისაცემად - მანიკურის აპარატით მოშორება აუცილებლად გააბედნიერებს  თქვენს ფრჩხილებს.

სახლის პირობებში მეორე პოპულარული მეთოდი თითის წვერების აცეტონით სავსე თასში ჩაყოფაა. საშინელება! გამორიცხულია, რომ კანს ან ფრჩხილებს მოეწონოთ ეს. გამოშრობა, დამტვრევა, დასკდომა - ეს ის პრობლემებია, რომლებიც თან ახლავს ასეთ პროცედურებს, იმ შემთხვევაშიც კი თუ პროცედურამდე ჯანმრთელი ფრჩხილები გქონდათ. მკურნალობა უფრო ძვირი დაგიჯდებათ, ვიდრე სალონში წასვლა ლაქის მოსაშორებლად.

და ბოლოს: თქვენი რეგულარული ლაქის მოსაშორებელი ამ მიზნით არ უწარმოებიათ, მხოლოდ პროფესიონალებს შეუძლიათ ლაქის ფრჩხილის დაუზიანებლად მოშორება.
იზრუნეთ თქვენი ფრჩხილების უსაფრთხოებასა და სილამაზეზე.