
დაე, ალაპარაკდნენ შენი ფრჩხილები
ბევრმა ქალბატონმა მოახერხა ეს: თქვენ გექნებათ ბრწყინვალე, საუცხოო ფრჩხილები და თავს ჩინებულად იგრძნობთ... სამან მომდევნო დღეს შეამჩნევთ, რომ ლაქის ზედაპირი აქერცვლას იწყებს. გთავაზობთ, რამდენიმე მარტივ მეთოდს ლაქის ხანგრძლივად შესანარჩუნებლად:
- არ დაიქლიბოთ ფრჩხილი, როცა გელ-ლაქი გისვიათ. დაქლიბვა აზიანებს ლაქის ზედაპირს და ხელს უწყობს აქერცვლას;
- თავად არ ეცადოთ გელის მოშორებას. მიანდე პროფესიონალებს, გააკეთონ თავიანთი საქმე - მხოლოდ ფრჩხილის სპეციალისტს ძალუძს თქვენი ფრჩხილების დაუზიანებლად დაასრულოს პროცედურა;
- ჩვენ გირჩევთ, არ გაიჩეროთ გელ-ლაქი 2-3 კვირაზე მეტი დროით. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი მტკიცედ მიეკვრება ფრჩხილებს, ხოლო აგრესიული მოშორება დააზიანებს მათ;
- ჭურჭლის რეცხვისას გამოიყენეთ ხელთათმანი - მაღალი ტემპერატურა და უხეში ქიმიური საწმენდი საშუალებები თქვენი მანიკიურის N1 მტერია. ამ წესის გათვალისწინებით, უმჯეობესია, ფრჩხილების მოწესრიგებიდან რამდენიმე დღე, არ დაგეგმოთ ვიზიტი საუნაში.
- ფრთხილად იყავით ტანის და სახის კანის სკრაბით დამუშავებისას, რადგან იგი მოგაშორებთ როგორც კანის ისე, გელ-ლაქის ზედა ფენას.
- ხელი დაიბანეთ მსუბუქი საპნით, ნაცვლად ხელის სადეზინფექციო საშუალებისა, რომელიც აშრობს ფრჩხილებს და აზიანებს ზედა ფენას. ასევე, მოერიდეთ მაღალი მჟავიანობის მქონე საპნის პროდუქტებს.
- დამატებითი მოვლისა და დაცვისთვის, გამოიყენეთ ნუშის ზეთი - ეს ნატურალური დამატენიანებელი თხელი ზეთოვანი ფენით დაფარავს თქვენს ფრჩხილებს და დაიცავს მათ აქერცვლისგან, დატეხვისგან, გამოშრობისგან და დასკდომისგან.
- კვირაობით ისიამოვნე ბრწყინვალე, პრიალა და fresh ფრჩხილის ლაქით!