
3 თანამედროვე მიდგომა კლასიკურ ფრანგულ მანიკურთან მიმართებაში
სრულყოფილი კლასიკური ფრჩხილის დიზაინი - ფრანგული მანიკიური შესაფერისია როგორც ბიზნეს შეხვერდისათვის, ისე თქვენი ქორწილისთვის. თუ გსურთ პიკანტური და ბრწყინვალე ელფერი, არაფერი შეედრება კლასიკურ ‘ფრენჩს“. თუმცა კლასიკური სულაც არ ნიშნავს მოსაწყენს! გაეცანით ვოგის მიერ შემოთავაზებული ტრადიციული ელფერის 3 პოპულარულ ვარიანტს :
- ტრადიციული შეხამება უჩვეულო ფერებით
ეცადეთ, გაეთამაშოთ უჩვეულო ფერთა გადაწყვეტას– იფიქრეთ თეთრისა და უფერულის მიღმა. მაგალითად, სცადეთ ყვითელისა და მწვანის, ვერცხლისფერისა და ლურჯის ან შავისა და ნაცრისფრის კომბინირება, ან უბრალოდ ჩაანაცვლეთ კლასიკური ფერები - ფრჩხილის დიდი ნაწილი დაფარე თეთრი ფერით, ხოლო წვერი წითლად დატოვე. თქვენი ყოველდღიური ფრჩხილის დიზაინი შეგიძლიათ გახადოთ უფრო მკვეთრი, ნათელი და სახალისო.
- შებრუნებული ფრენჩი
ტრადიციული ვარიანტისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში თხელი ზოლი მოქცეულია ნუნასთან ახლოს. შემდეგ იგივენაირად - შეგიძლიათ შეარჩიოთ ფერები, რომლებიც ერთმანეთს კარგად ეხამებიან, ან შესაძლებელია არ მოისურვოთ ფრჩხილის მთლიანად დაფარვა – უბრალოდ დაიტანეთ ნამგლისებრი კონტური, ხოლო დანარჩენი ნაწილი დაფარეთ გამჭვირვალე ზედა ფენით.
- ნახევარ მთვარის ფრენჩი
ამ სტილის იდეა შებრუნებული ფრენჩის მსგავსია, თუმცა ამ შემთხვევაში რჩევაა, არ მოიხატოთ ნუნა. იდეალურად მომრგვალებული რკალი უხდება როგორც მუქ, ისე ღია ფერებს. შესაძლებელია ბრჭყვიალებით ან კონტრასტული ფერების წერტილებით მორთვა.